FreeGreatPicture.com-52047-badminton-with-wooden-rackets

N5 საჯარო სკოლა ბადმინტონში გამარჯვებულია

  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები გრძელდება. შეჯიბრი ამჯერად N5 საჯარო სკოლის დარბაზში ბადმინტონში გაიმართა. აქტივობაში მონაწილეობას იღებდნენ ტყიბულის N5 და N6 საჯარო სკოლების 2004-05-06 წ.წ. დაბადებული მოსწავლეებისაგან შემდგარი 4 გუნდი, მათგან 2 ვაჟების, ხოლო 2 - გოგონათა შემადგენლობით.

  გამარჯვება, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში,  N5 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.

  შემდეგი შეხვედრები მაგიდის ჩოგბურთსა და მხიარულ სტარტებში გაიმართება.

 მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულები რეგიონალურ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან, ხოლო აღნიშნულ ეტაპზე გამოვლენილები ფინალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

  თამაშებს ტყიბულში ორგანიზებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური უწევს. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების, ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას კი, - სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველჰყოფს.

მარი ბაბუხადია