„MASTER LEAGUE-ს“ საფეხბურთო ჩემპიონატი ტყიბულში

  25 სექტემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტურნირი „MASTER LEAGUE-ს“ ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც ა.(ა).ი.პ. „7×7 ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება. მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე გუნდი იღებს მონაწილეობას. ტყიბულში აღნიშნულ ჩემპიონატს სოფელ ორპირის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი მასპინძლობს და მასში მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 7 გუნდია ჩართული. ესენია: საწირე, ხრესილი, ორპირი, კურსები (2 გუნდი),  გელათი, მაღარო.

  ტურნირი მიზნად ისახავს ფეხბურთის მასობრიობის გაზრდას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენას, ხოლო ვეტერანი სპორტსმენების დაბრუნებასა და ჩართვას თამაშებში.

  მატჩების პირველი, მუნიციპალური ეტაპი, წრიული სისტემით ჩატარდება, რომლის გამარჯვებულიც რეგიონის ჩემპიონისა და ასევე, ფინალური ეტაპის საგზურისათვის განაგრძობს ბრძოლას.

  აღსანიშნავია, რომ ტყიბულში პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითრების სამსახურმა შეუწყო ხელი.

 

ნათია მურუსიძე

10 thoughts on “„MASTER LEAGUE-ს“ საფეხბურთო ჩემპიონატი ტყიბულში

  1. Уведомление: prescriptions ciprofloxacin
  2. Уведомление: flagyl reaction
  3. Уведомление: keflex ceclor
  4. Уведомление: tinidazole
  5. Уведомление: erythromycin opt
  6. Уведомление: celebrex and tramadol
  7. Уведомление: 3chipped
  8. Уведомление: 3commodity
  9. Уведомление: sildenafil
  10. Уведомление: viagra

კომენტარები გამორთულია