მინიფეხბურთში ტყიბულის ჩემპიონატი დაიწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში შეხვედრები დაიწყო. აღნიშნული სპორტული ღონისძიება ტრადიციურლი ხასიათისაა და ისე როგორც გასულ წლებში მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ეწყობა.

  აქტივობაში ჩართულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცულ ერთეულში მცხოვრები 180 მოთამაშისაგან დაკომპლექტებული 18 გუნდი. დებულების მიხედვით თამაშის ხანგრძლოვობა 40 წუთია, ორი 20 წუთაიანი ტაიმითა და 5 წუთიანი შესვენებით.

  შეხვედრების გეგმა-გრაფიკის შედგენას, მსაჯებისა და საჭირო ტექნიკური პერსონალის შერჩევას შპს საფეხბურთო კლუბის, „მეშახტეს,“ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი, გია ქარქაშაძე, უზრუნველჰყოფს. შეჯიბრი მიზნად ისახავს მინი-ფეხბურთის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და გამარჯვებულთა გამოვლენას.

  თამაშები ჩემპიონატის ფარგლებში ტყიბულის განახლებულ სპორტულ მოედანზე (წმ.გიორგის სახ-ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია) ყოველდღიურად გაიმართება. შეჯიბრის დასასრულს აქვე გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.  I, II და III ადგილზე გასული გუნდები მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაჯილდოვდებიან თასებითა და ფულადი პრიზებით (500-400-300 ლარი). გარდა ამისა, საუკეთესო მცველს, მეკარეს, თავდამსხმელსა და ბომბარდირს, ასევე, ყველაზე ასაკოვან მონაწილეს გადაეცემა სპორტული თასები.

  2021 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში თამაშების გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, სპორტული ცენტრის, საფეხბურთო კლუბ „მეშახტესა“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია