19 წლის ბიჭის „მსოფლიო ბრინჯაო“

  6-13 ივნისს უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა ძიუდოში, სადაც 131 ქვეყნის 703 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ასპაპეზობაზე საქართველოს ნაკრები 14 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა (9 კაცი და 5 ქალი). 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ტყიბულელი ილია სულამანიძე იცავდა. იგი სადებიუტო სატურნირო ბრძოლაში ჩემპიონატის მეექვსე დღეს ჩაერთო. მისი პირველი მეტოქე თურქი მერთ შიშმანლარი იყო, რომელსაც წუთსა და 40 წამში ავასატე-იპონით მოუგო. მეორე შეხვედრა ილიას აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან ჰქონდა. გამოცდილ სპორტსმენს მან ვაზარით აჯობა და უკვე მესამე წრეში მონღოლი იტგონბაათარ ლხაგვასურენი 46 წამში დააიპონა. მსოფლიო პირველობაზე სულამანიძე რეპეშაჟში ფრანგ ალექსანდრე იდირს დაუპირისპირდა, ილიამ მეტოქე ეფექტურად იპონით დაამარცხა და ბრინჯაოსათვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. კანადელ შედი ელნაჰასს, რომელთანაც ილიამ 2021 წლის თბილისის გრანდ სლემზე წააგო, ამჯერად რევანში აუღო.

  მეოთხედფინალური შეხვედრა პორტუგალიელ ჟორჟ ფონსეკასთან შედგა, რომელთანაც ილიას ურთიერთშეხვედრების ანგარიშში (თბილისის გრანდ სლემი - 1:0) მოგებული ჰქონდა. თუმცა 19 წლის სულამანიძე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან იპონით დამარცხდა და ბუდაპეშტში მსოფლიო პირველობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ნათია მურუსიძე

106 thoughts on “19 წლის ბიჭის „მსოფლიო ბრინჯაო“

  1. Все расписано достаточно подробно. Кстати, если ищете честные казино онлайн с быстрой выплатой топ-5 лучших заходите сюда https://chestnie-casino.fun/ . Тут составлен рейтинг казино с гарантированными выплатами.

  2. Духовные расстановки. Семейное консультирование и психотерапия Организационные расстановки.
    Системно-феноменологический подход.
    Системно-семейные расстановки.
    Семейное консультирование и психотерапия.
    Метод расстановок.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.