ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში გამარჯვებული ხრესილის გუნდია. ჩემპიონატის ფინალი 13 აგვისტოს გაიმართა. მეტად საინტერესო და დაძაბული ფინალური შეხვედრა ხრესილისა და ,,კეცხოველის“ წარმომადგენლებს შორის ხრესილის სასარგებლოდ ანგარიშით 5:4 დასრულდა. მეორე ადგილი „კეცხოველის“ ხოლო მესამე კი, - კოსტავას გუნდებმა მოიპოვეს. სამივე გუნდი მუნიციპალიტეტის მერიისაგან ფულადი პრიზებით (500-400-300ლარი) და სპორტული თასებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე - ვანო ჩაფიძე (,,ზემელის“ გუნდი),
საუკეთესო მცველი - გიორგი მესხი (,,კეცხოველის“ გუნდი),
საუკეთესო ბომბარდირი - ნიკოლოზ ბიბილაშვილი (,,კეცხოველის“ გუნდი),
საუკეთესო ფეხბურთელი - პაპუნა ჯიქიძე (ხრესილის გუნდი),
ყველაზე ასაკოვანი მონაწილე - გოჩა გოგიჩაძე (,,ცხრაჯვარის“ გუნდი).
დასახელებულ მოთამაშეებს მერიისაგან ინდივიდუალური პრიზები- სპორტული თასები გადაეცათ. ჯილდოები დასახელებულ გუნდებსა და მონაწილეებს სპორტული ცენტრისა და საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტის“ ხელმძღვანელებმა და სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
მუნიციპალიტეტის 2021 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში შეხვედრები 5 აგვისტოს დაიწყო და იგი ყოველდღიურად ტყიბულის სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა. აღნიშნული სპორტული ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის,სპორტის,ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით მოეწყო. ჩემპიონატის შეხვედრების გეგმა-გრაფიკის შედგენა, მსაჯებისა და საჭირო ტექნიკური პერსონალის შერჩევა კი, -საფეხბურთო კლუბმა ,,მეშახტემ“ უზრუნველყო.
შეჯიბრი მიზნად ისახავდა: მინი-ფეხბურთის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და გამარჯვებულთა გამოვლენას. მასში ჩართული იყო
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები 180 მოთამაშისაგან დაკომპლექტებული 18 გუნდი.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია