ხელბურთელი გოგონები ჩემპიონატზე კვლავ საუკეთესოდ ასპარეზობენ

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ხელბურთელმა გოგონებმა კიდევ ერთხელ მიანიჭეს სიხარული მშობლიურ ქალაქს.მათ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე 2006-07 წ.წ დაბადებულთა შორის, წარმატებებით იასპარეზეს.
  შეხვედრები ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ თბილისში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენმა ხელბურთელმა გოგონებმა პირველ საშეჯიბრო დღეს გამარჯვება თბილისის გუნდ ,,მამულთან", 44:7, ხოლო მომდევნო დღეს კი, - თბილისის ,,ქარიშხალასთან" - 40:9 მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება გოგონებმა მწვრთნელის - თენგიზ გვენეტაძის ხსოვნას მიუძღვნეს.


  ჩემპიონატში, რომელიც დამდეგ 2022 წელს დასრულდება 14 გუნდი იღებს მონაწილეობას. როგორც მწვრთნელმა როინ მდივანმა აღნიშნა, მას გუნდისგან წარმატებული შედეგის მოლოდინი აქვს. დღეისათვის სპორტულ ცენტრში 30 -მდე გოგონა ეუფლება ხელბურთის, რომელთაგან ბევრი პერსპექტიული სპორტსმენია.

მარი ბაბუხადია 

კომენტარები გამორთულია