ძიუდოისტების შვიდი მედალი ტურნირიდან

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის აღსაზრდელები რესპუბლიკური ტურნირიდან 7 მედლით დაბრუნდნენ. აღნიშნული შეჯიბრი ძიუდოში, (ნევაზა - ქვეჭიდში),  ქალაქ ზუგდიდში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა საუკეთესო ასპარეზობით გამოიჩინეს თავი. სპორტულ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ 2008-09 და 2010-11წ.წ დაბადებული მონაწილეები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მათ შორის, - 10 ჩვენი მუნიციპალიტეტიდან. ტყიბულელმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები და საპრიზო ადგილების მფლობელები 2008-09 წ.წ დაბადებულთა შორის გახდნენ: I ადგილი - გიორგი მაწკეპლაძე (34კგ); I ადგილი - გიორგი ავალიანი (38კგ); II ადგილი - გიორგი იდაძე (55კგ). 2010-11 წ.წ. დაბადებულთა შორის კი, - გამარჯვება და პრიზიორობა მოიპოვეს: I ადგილი - ლევან ჭარხალაშვილი (+55კგ);  I ადგილი - თორნიკე ლანჩავა (46კგ). (მწვრთნელები - ტრისტან  ბასილაძე, დიმიტრი მარგველაშვილი), II ადგილი - რომიკო მოდებაძე (+55კგ); III ადგილი -  გიორგი ცირეკიძე (30კგ). (მწვრთნელები: გრიგოლ სოფრომაძე, ირაკლი მერკვილაძე).

    აღსანიშნავია, რომ  როგორც ტურნირზე გამოვლენილი  ისე სხვა აღსაზრდელი ტყიბულელი ძიუდოისტები საქართველოს მასშტაბით გამართული არაერთი შეჯიბრის ჩემპიონები და პრიზიორები არიან.

მარი ბაბუხადია

 

 

კომენტარები გამორთულია