67402364_2840799779323479_9143470509684424704_o

შეჯიბრი მინი-ფეხბურთში დაიწყო

   ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2019 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში შეხვედრები დაიწყო, რომელიც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ეწყობა. თამაშების გეგმა-გრაფიკის შედგენას, ასევე მსაჯებისა და ტექნიკური პერსონალის შერჩევას, კი, საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“ უზრუნველყოფს. თამაშები საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე ყოველდღიურად იმართება.

  აღნიშული სპორტული აქტივობა მიზნად ისახავს მინი-ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მასში მონაწილეობას ღებულობენ მოყვარული ფეხბურთელები 17 წლის ასაკიდან, სულ 16 გუნდი. თითოეული თამაშის ხანგრძლივობაა 40 წუთი, ორი 20 წუთიანი ტაიმითა და 5 წუთიანი შესვენებით. ოთხდღიანი შეხვედრების შედეგად გამოვლენილები ნახევარფინალში, შემდეგ კი, ფინალში, გადავლენ. შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ეწყობა. I, II და III ადგილებზე გასული გუნდები მერიის მიერ დაჯილდოვდებიან თასებითა და ფულადი პრიზებით (400-300-200 ლარი). ასევე, დასაჩუქრდება საუკეთესო - მეკარე, მცველი, თავდამსხმელი, გარდა ამისა, ყველაზე ასაკოვანი და აქტიური მონაწილე.

  მინი-ფეხბურთის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

მარი ბაბუხადია