meshaxte_01

ტყიბულის ცენტრალურმა სტადიონმა ორ მატჩს უმასპინძლა

  ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის სეზონი ტყიბულის „მეშახტემ“ და ჭიათურის „ჭიათურამ“ გახსნეს. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით - 0 : 0 დასრულდა. შემდეგი მატჩი დავით გვენეტაძის სხოვნას ეძღვნებოდა. „მეშახტის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლეს. თამაში ფრედ, ანგარიშით - 3 : 3 დასრულდა.

მარი ბაბუხადია