ტყიბულის ,,ორბი” კვლავ ,,ა"ლიგის  ჩემპიონატის ლიდერია

  ჩვენი ქალაქის საკალათბურთო გუნდმა- ტყიბულის ,,ორბი", რომელიც ჩემპიონობისათვის იბრძვის, მიმდინარე სეზონში ლიდერის პოზიცია პრინციპულ ტურში  გამარჯვებით გაიმყარა.

   ,,ორბმა" მნიშვნელოვანი მეტოქე  გორის ,,ივერიონი,” დიდი უპირატესობით ანგარიშით -88:76 დაამარცხა. მეტად საინტერესო და სანახაობრივ  შეხვედრას ამჯერადაც ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

   ჩვენს  წარმატებულ გუნდს საქართველოს ,,ა” ლიგის ჩემპიონატში გამართული 8 რეგულარული  შეხვედრიდან 7 მოგება აქვს და ახლა უკვე 15 ქულით სატურნირო ცხრილში  ისევ  პირველ პოზიციაზეა.

   შემდეგი მატჩს ტყიბულის ,,ორბი" 10 მარტს ,სტუმრად თბილისში ,,ასტრალთან"  გამართავს.

  მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “ტყიბულის ,,ორბი” კვლავ ,,ა"ლიგის  ჩემპიონატის ლიდერია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.