ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა (მწვრთნელები: როინ მდივანი; თენგიზ გვენეტაძე) წარმატებით იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატზე დასავლეთის ზონის შეხვედრებში, 17 წლამდე ასაკის (2004-05 წ.წ.) გოგონათა შორის, რომელიც სენაკში მიმდინარეობდა.
ტყიბულელმა ხელბურთელებმა სამი დღის განმავლობაში წარმატებული ასპარეზობით საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მათ სამივე შეხვედრა მოიგეს: აჭარასთან ანგარიშით - 40:10, სამტრედიასთან - 31:28, ხოლო ქუთაისთან - 21:4 გაიმარჯვეს. ჩვენი სპორტსმენები, აღნიშნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, ფოთის გუნდთან ერთად, თანაბარი ქულებით (6-6 ქულით) პირველ - მეორე ადგილს ინაწილებენ.
შემდეგი ზონალური შეხვედრები ჩემპიონატის ფარგლებში, ტყიბულელ ხელბურთელ გოგონებს 2, 4 და 5 აპრილს, ისევ სენაკში ექნებათ, სადაც ბათუმის, ფოთისა და წყალტუბოს წარმომადგენელ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
მარი ბაბუხადია
9 thoughts on “ტყიბულელმა ხელბურთელმა გოგონებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს”
კომენტარები გამორთულია