ტყიბულელი მოკრივეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მოკრივეებმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს. მათ ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და კიდევ ერთხელ ასახელეს მშობლიური ქალაქი.

  ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში ქალაქ ფოთში მიმდინარეობდა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ 2008-09 წ.წ. დაბადებული, ტურნირისათვის შერჩეული მოსწავლე - მოკრივეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

  საამაყო და სასიხარულოა, რომ ტურნირის ჩემპიონი 80 კგ. წონით კატეგორიაში გახდა, ზურაბ ობოლაძე (მწვრთნელი გია დვალი) III საპრიზო ადგილი კი,- 52 კგ. წონით კატეგორიაში, ლუარსაბ ბოჭორიშვილმა (მწვრთნელები: ვარლამ კობახიძე, გიორგი კლდიაშვილი) მოიპოვა.

    როგორც მუნიციპალიტეტის  სპორტული ცენტრის დირექტორმა და მწვრთნელმა, ვარლამ კობახიძემ აღნიშნა, ამ დროისათვის კრივს ჩვენს მუნიციპალიტეტში 60-მდე 7-დან 18 წლამდე ასაკის აღსაზრდელი სწავლობს. მათ მწვრთნელობას ვარლამ კობახიძე, (სპორტის ოსტატი) გია დვალი (სპორტის ოსტატი) და გიორგი კლდიაშვილი (სპორტის ოსტატობის კანდიდატი) უწევენ. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებიდან, გარდა საქართველოს ჩემპიონისა, არაერთი მოკრივე სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. რაც შეეხება ზურაბ ობოლაძეს, ის წელს გახდა როგორც საქართველოს, ისე - სხვადასხვა ტურნირების ჩემპიონი და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია