ტყიბულელი თომა მიქიაშვილი 2009 -2010 წწ. დაბადებულ მოსწავლე მოკრივეთა შორის , 40 კგ.წონით კატეგორიაში, იმერეთის თასის პირველობის გამარჯვებულია.
ტურნირი ქუთაისში 2-5 მარტს მიმდინარეობდა. მასში 2009-10 და 2011-12 წწ. დაბადებული 80_მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გარდა იმერეთის გუნდებისა შეჯიბრში ჩართულნი იყვნენ ფოთისა და სენაკის წარმომადგენლები.
ჩვენმა მოკრივემ იმერეთის თასზე პირველობა არავის დაუთმო და სამივე შეხვედრა ღირსეული გამარჯვებით დაასრულა.
თომა მიქიაშვილი 7 წლიდან ტყიბულის სპორტული ცენტრის აღსაზრდელია და მწვრთნელობას მას სპორტის ოსტატი გიორგი დვალი უწევს. იგი თავის მოსწავლეს ძალზედ ენერგიულ ,შრომისმოყვარე,კრივზე უზომოდ შეყვარებულ, მიზანდასახულ აღსაზრდელად და პერსპექტიულ მოკრივედ ახასიათებს.
გარდა აღნიშნული წარმატებისა, თომა საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორი და გამარჯვებულია. რაც შეეხება მის უახლოეს პერიოდში ასპარეზობას, ტყიბულელი მოკრივე მალე თავის ასაკში საქართველოს პირველობაში ჩაერთვება, სადაც მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობისათვის საუკეთესო მონაწილეები შეირჩევიან, რომლებიც მიმდინარე წლის ევროპის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.
მარი ბაბუხადია
Продажа коммерческой недвижимости на Северном Кипре
Аренда коммерческой недвижимости на Северном Кипре
Апартаменты в Искеле (Трикомо)