ტყიბულელთა ტრიუმფი!

  ,,დასრულდა 15 წლამდელთა წლევანდელი ჩემპიონატი და დასრულდა ისე, როგორადაც ვერავინ იფიქრებდა - აქამდე ჩრდილში მდგომი ტყიბულური ხელბურთი ავანსცენაზე გამოჩნდა და პირველი ნაბიჯები ძალიან მძლავრი გამოუვიდა - 2006-07 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ." - ვკითხულობთ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდიდან.

  ტყიბულის სპორტული ცენტრის ხელბურთელ გოგონათა გუნდი (მწვრთნელები: როინ მდივანი, თენგიზ გვენეტაძე) საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია 2006-07 წ.წ დაბადებულ გოგონათა შორის. ჩემპიონატის ნახევარფინალი 13 მაისს, ქ. თბილისში, გაიმართა, რომელსაც გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახ-ის ოლიმპიური მზადების ცენტრის სახელბურთო დარბაზმა უმასპინძლა. ტყიბულელმა სპორტსმენებმა აქ გორის გუნდთან შეხვედრაში გამარჯვება ანგარიშით _ 32:11 მოიპოვეს და ფინალში გადავიდნენ, რომელიც მომდევნო დღეს, 14 მაისს ამავე დარბაზში მოეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ფინალში ჩვენი ხელბურთელები ფოთის გამოცდილ და წარმატებულ სახელბურთო სკოლის გოგონათა გუნდს დაუპირისპირდნენ. მათ დაძაბული ასპარეზობა გამარჯვებით, ანგარიშით _ 25:24 დაასრულეს და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს. მეორე საპრიზო ადგილი ფოთის, ხოლო მესამე კი თელავის წარმომადგენლებმა დაიკავეს. ჩემპიონი სახელბურთო გუნდი (კაპიტანი _ მარი ლაფერაძე) შესაბამისი თასითა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდა. ჯილდოები ტყიბულელ სპორტსმენებს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა, გადასცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადება ტყიბულის სპორტული ცენტრის 17 წლამდე ასაკის გოგონათა გუნდი (მწვრთნელები: როინ მდივანი, თენგიზ გვენეტაძე), რომელმაც საუკეთესოდ იასპარეზა ჩემპიონატის დასავლეთის ზონის თამაშებში. შეხვედრები ტურნირში გამოვლენილ პირველ ექვსეულს შორის 22 მაისს იწყება, რომელიც ქ. თბილისში გაიმართება.

 

მარი ბაბუხადია

7 thoughts on “ტყიბულელთა ტრიუმფი!

  1. Уведомление: azithromycin strep
  2. Уведомление: keflex stink
  3. Уведомление: augmentin chalazion
  4. Уведомление: cefdinir seizure
  5. Уведомление: azithromycin alcohol
  6. Уведомление: azithromycin schwangerschaft
  7. Уведомление: celebrex cause ed

კომენტარები გამორთულია