საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები ტყიბულიდან

  საქართველოს ჩემპიონატზე კარატეს სახეობა _ ,,კუდოში" ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა წარმატებულად იასპარეზეს და გამარჯვებულები, ექვსი მედლით დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში. აღნიშნული შეჯიბრი 19 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ - ,,განთიადში" გაიმართა. მასში ჩვენი ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გოგონებსა და ვაჟებს შორის გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გამოვლინდნენ.

        ტყიბულიდან საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები გახდნენ სპორტული ცენტრის აღსაზრდელები: I - ადგილი - ლაზარე ცქიფურიშვილი, II - ადგილი - ლუკა კბილაძე, III - ადგილი - დემეტრე ობოლაძე, ნიკოლოზ ჩაკვეტაძე, ლუკა გვენეტაძე, ირაკლი აკოფოვი. გამოვლენილები საქართველოს ,,კუდოს" ფედერაციისაგან თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

       აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე გამარჯვებულებს შორის შერჩევით მოხდება ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოში იასპარეზებს.

      როგორც ,,კუდოს" მწვრთნელმა, ლევან კუბლაშვილმა აღნიშნა, ის ამ დროისათვის, სპორტული ცენტრის 25 მდე, 6-დან 18 წლის ასაკის, აღსაზრდელებს ავარჯიშებს. სასიხარულოა, რომ მათ შორის არიან, როგორც საქართველოს ჩემპიონები, ისე სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები. სერთიფიცირებული მწვრთნელი - ლევან კუბლაშვილი სპორტული ცენტრში მოღვაწეობას 2001 წლიდან ეწევა, აღნიშნულ სახეობას კი, იგი, - 6 წელია, საქართველოში ,,კუდოს" დანერგვის დღიდან, ასწავლის ტყიბულელ ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

მარი ბაბუხადია

 

კომენტარები გამორთულია