საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში შეჯიბრი ხელბურთში გოგონათა შორის გაიმართა. ღონისძიება ტყიბულის სპორტის სასახლეში მოეწყო. აღნიშნული სახეობის გამარჯვებული N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო II-ადგილი N6 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
შემდეგი აქტივობები გაიმართება, ასევე კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და მხიარულ სტარტებში. მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულები რეგიონალურ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან, ხოლო აღნიშნულ ეტაპზე გამოვლენილები კი, - ფინალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებს ტყიბულში ორგანიზებას უწევს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების, ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას კი, - სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველჰყოფს.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ხელბურთში N1 სკოლის გუნდია”
კომენტარები გამორთულია