საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები გრძელდება. ამჯერად შეჯიბრი ფრენბურთში მოეწყო, რომელიც N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ქალაქის: N1, N2, N4, N5 და სოფლების საწირისა და ხრესილის 2004-05-06 წ.წ. დაბადებულ მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 9 გუნდი, მათგან 6 ვაჟების, ხოლო 3 გოგონათა შემადგენლობით. თითოეულ ჯგუფს თან ახლდა ერთი მწვრთნელ-მასწავლებელი.
გოგონებს შორის I ადგილი - N5, II - ხრესილის, ხოლო III – N1 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს, ვაჟებში გამარჯვებული, ასევე N5 სკოლის გუნდი გახდა, II - ადგილზე საწირის, III - ზე კი, - ხრესილის სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შემდეგი შეხვედრები გაიმართება, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ბადმინტონსა და მხიარულ სტარტებში. სახეობების მიხედვით გამარჯვებულები (I ადგილი) რეგიონალურ ეტაპზე გაემგზავრებიან, სადაც გამოვლენილები რეგიონის სახელით ფინალურ თამაშებში ჩაერთვებიან.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ შეხვედრებს ტყიბულში ორგანიზებას უწევს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და თამაშების საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას კი, - სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველჰყოფს.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები ფრენბურთში N5 სკოლის გუნდები არიან”
კომენტარები გამორთულია