333666

რწმუნებულის თასის მფლობელი ბაღდათის მუნიციპალიტეტია

  ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშების ფინალი მინი-ფეხბურთში. აღნიშნულ მატჩში ერთმანეთს სამტრედიისა და ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. მონაწილეებს, სტუმრებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე. 

  საინტერესო და დაძაბულ ფინალურ თამაშში გამარჯვება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გუნდმა, ანგარიშით - 2:0, მოიპოვა და შესაბამისად, იგი სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალი თასის მფლობელი გახდა, რომელიც იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ, გადასცა. გარდა ამისა, სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, მსაჯები, ასევე, I და II ადგილზე გასული გუნდების წარმომადგენლები.  ღონისძიების მხატვრულ ნაწილში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცხრაჯვარი“ და ტყიბულელი შემსრულებლები. იგი მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, აქტივობას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები როგორც იმერეთის გუბერნიიდან, ისე რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან.

  ტურნირი მინი-ფეხბურთში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხადრაჭერით, ჯანსაღი სხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა. მასში ჩართული იყო იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით შემდგარი გუნდები.

მარი ბაბუხადია