მსოფლიოს პირველმა ნომერმა წელი ოქროთი დაიწყო

 
ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო ძიუდოისტი,- ილია სულამანიძე -100 კგ წონით კატეგორიაში, 6446 ქულით, მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. აღნიშნული მონაცემები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა ასახული. თუმცა, ამ წონით კატეგორიაში ქართველები წინა პოზიციას ინარჩუნებენ. ილია კვლავ წონითი კატეგორიის ლიდერია ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კანდიდატებს შორის, როგორც საქართველოში, ისე,- მსოფლიოში.
აღსანიშნავია, რომ ილია პარიზის გრანდ სლემზე არ მონაწილეობდა და შესაბამისად, მას ამ შეჯიბრზე ქულები არ დაუგროვებია, თუმცა კვლავ რეიტინგის სიის სათავეშია. მეორე ნომერმა, მაიკლ კორელმა, პარიზში მოპოვებული 1000 ქულითაც კი,- ვერ გადაუსწრო ჩვენს ფალავანს და მხოლოდ ქულათა შორის სხვაობის შემცირება შეძლო.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის ხუთეული ასე გამოიყურება:
ილია სულამანიძე- 6446 ქულა
მაიკლ კორელი - 5893 ქულა
ზელიმ კოცოევი- 5096 ქულა
შადი ელნაჰასი - 4646 ქულა
ჯორჯ ფონსეკა - 4416 ქულა
ტყიბულელმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ, ბოლოს სარეიტინგო 700 ქულა, პორტუგალიის გრან პრიზე, გამარჯვებით მოიპოვა, სადაც მან ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. საქართველოს სახელით გრან პრიზე 12 ძიუდოისტი ასპარეზობდა, სადაც ილია - ოქროს, ხოლო საბა ინანეიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ილიამ პორტუგალიელი დიოგო ბრიტესი, ავსტრიელი ლორინ ბოელერი, უკრაინელი ანტონ სავიცკი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ) ხოლო ფინალში კი,- ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, იაპონელი დოტა არაი დაამარცხა, რომელსაც ჩვენმა ძიუდოისტმა ძალიან სწრაფად, წუთსა და 14 წამში, ჯერ ვაზარით, შემდეგ კი იპონით სძლია.
ყველაზე პრესტიჟული ონლაინ გამოცემა “Judoinside” და ევროპის ძიუდოს გაერთიანება ილია სულამანიძეზე:
Judoinside: “ილია სულამანიძემ
დაამტკიცა სტატუსი და დაამარცხა კრპალეკი"
,,100 კგ-მდე ფინალისტებმა, სულამანიძემ (GEO) და არაიმ (JPN) დღის საუკეთესო ძიუდოები შექმნეს. სულამანიძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე გამოიყენა მრავალფეროვანი ტექნიკები"
,,მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა თავისი საქმე იერუსალიმში გააკეთა ოქროს მედლისა და მასტერსის ტიტულის მოპოვებით, მან გამარჯვებით დაასრულა IJF მსოფლიო ტური 2022 წელს და ახლა აქ ის გახსნა კიდევ ერთი გამარჯვებით."
მოამზადა მარი ბაბუხადიამ

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.