68807523_2456551941069594_5553191674898808832_n

მინი-ფეხბურთის გამარჯვებული საწირის „კურორტია“

 

  ტყიბულის მუნიციპალიტერში 2019 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში ჩემპიონი საწირის „კურორტი“ გახდა, II ადგილი ხრესილის „ხრესილმა“, ხოლო III კურსების „ბერემ“ მოიპოვეს. ფინალში  „კურორტმა“ ხრესილის გუნდთან ანგარიშით 4-3 გაიმარჯვა. სამივე ადგილზე გასული გუნდები მუნიციპალიტეტის მერიისაგან ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საზეიმო ვითარებაში გადასცა, გარდა ამისა თასებით დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები: საუკეთესო, მეკარე - მარადი გიორგაძე („კურორტი„); მცველი - ოთარ ზედაშიძე („ბერე“); ნახევარმცველი - ილია ჯოხაძე („ხრესილი“); თავდამსხმელი - ირაკლი იოსელიანი („კურორტი“); მაყურებლისა და ჟიურის სიმპათია - შოთა გაბადაძე („ზემელი“); საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე კირკიტაძე („კურორტი“) და ასევე, ყველაზე პატარა ასაკის აქტიური გულშემატკივარი - გუჯა გაბრიაძე. აღსანიშნავია, რომ III ადგილზე გასულ კურსების „ბერეს“ სპეციალური პრიზი - თასი გადაეცა, ამ გუნდის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის - გიორგი ბერეკაშვილის, ოჯახისაგან.

  შეჯიბრი მინი-ფეხბურთში 29 ივლისს დაიწყო და დღეს ფინალური შეხვედრით დასრულდა.  შეხვედრები საწირის სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა. მასში სულ მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 16 გუნდი იყო ჩართული. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო, ორგანიზება კი მას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. სპორტული აქტივობა მიზნად ისახავდა მინი-ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მარი ბაბუხადია