215_0599_01.MP4.Still201

„მეშახტე“ ბორჯომიდან მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაბრუნდა

  ტყიბულის „მეშახტე“ ბორჯომიდან უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დაბრუნდა. აღნიშნულ გასვლით შეხვედრაში გოლი მასპინძელთა კარში ჯუმბერ ხმელიძემ 73-ე წუთზე გაიტანა და „ბორჯომი“ „მეშახტეს“ დაპირისპირება ანგარიშით 0 – 1 დასრულდა.

  აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ ხმელიძეს, რომელიც ტყიბულის გუნდში მიმდინარე წლის სეზონის მეორე ნახევრიდან ირიცხება, უკვე 10 გოლი დაუგროვდა და ის „მეშახტეს“ საუკეთესო ბომბარდირია.

  „მეშახტე“ 32-ე ტურის მატჩის მოგებით სატურნირო ცხრილში 8-ე პოზიციაზე 35 ქულით იმყოფება.

 საგულისხმოა, რომ ბორჯომში გასამგზავრებლად ტყიბულელი გულშემატკივრებისათვის ტრანპორტის გამოყოფა  მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველჰყო.

  ჩემპიონატის დასრულებამდე ჩვენს გუნდს წინ 4 მატჩი ელოდება. შემდეგი თამაში ტყიბულში, 11 ნოემბერს, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, წყალტუბოს „სამგურალთან,“გაიმართება.

მარი ბაბუხადია