IMG_4055

მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში N7 სკოლამ გაიმარჯვა

  მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეხვედრების ფარგლებში შეჯიბრი გაიმართა, რომელსაც სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

   აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ტყიბულის N1, N4, N6, N7 და სოფლების: გელათის, ახალსოფლის, ცუცხვათის, ორპირისა და სოჩხეთის საჯარო სკოლების 13 გუნდი, 4 - გოგონების, ხოლო 9 - ვაჟების შემადგენლობით.

  გამარჯვება, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში,  N7 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს. საპრიზო ადგილებზე კი, - შემდეგი სკოლის გუნდები გავიდნენ: ვაჟებში: II ადგილი - ცუცხვათის საჯარო სკოლა, III - N6 საჯარო სკოლა. გოგონებში: II - ორპირის საჯარო სკოლა, III - ახალსოფლის საჯარო სკოლა.

  შემდეგი შეხვედრა მხიარულ სტარტებში გაიმართება.

  მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულები რეგიონალურ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან, ხოლო აღნიშნულ ეტაპზე გამოვლენილები ფინალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

  თამაშებს ტყიბულში ორგანიზებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური უწევს. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების, ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას კი, - სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველჰყოფს.

მარი ბაბუხადია

IMG_4043 IMG_4047 IMG_4070 IMG_4073 IMG_4078