„კუნგ-ფუისტებმა“ კვლავ გვასახელეს

  9 და 10 მარტს, ქალაქ თბილისში „კუნგ-ფუში“ „ევრაზიის თასზე“ საერთაშორისო ტურნირი  გაიმართა, რომელშიც 5 ქვეყნის 162 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება „კუნგ-ფუს“ სამ სახეობაში შედგა: „ფაიტინგი“ (კონტაქტური ბრძოლა), „და დზენი“ (რბილი ხმლებით ბრძოლა) და „ტუი-შოუ“. მოასპარეზეთა შორის ტყიბულის „კუნგ-ფუს“ სკოლის (ხელმძღვანელი: ოლეგ ფანჩულიძე) სპორტსმენებიც იყვნენ, რომლებმაც შესანიშნავი შედეგები აჩვენეს და მშობლიური ქალაქიც ასახელეს.

 საბა გელაძემ, ნიკოლოზ ბუბაშვილმა და საბა აბესაძემ სამივე სახეობაში გამარჯვება მოიპოვეს.

  ლევან ცნობილაძემ „ტუი-შოუსა“ და „და დზენში“ - I ადგილი, ხოლო ფაიტინგში - II ადგილი დაიკავა.

  გიორგი ჭიჭიკოშვილმა I ადგილი - „ფაიტინგსა“ და „და დზენში,“ ხოლო II ადგილი -„ტუი-შოუში“ მიიღო.

  ლევან ყაზაიშვილი „ფაიტინგში“ II ადგილის მფლობელი გახდა.

  ლაზარე ბოჭორიშვილმა კი, I ადგილი - „და დზენში,“ ხოლო III ადგილი - „ფაიტინგში“ მოიპოვა.

    აღსანიშნავია, რომ საბა გელაძეს, ამავე ტურნირზე სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება მიენიჭა.

    გამარჯვებული სპორტსმენები შეჯიბრის ორგანიზატორებმა შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

53519672_2566294366736515_965230475993939968_n 53725131_2566294310069854_1093844667537031168_n

კომენტარები გამორთულია