ილია სულამანიძის სადებიუტო გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით

  18-20 თებერვალს თელ ავივში გამართულ გრანდ სლემზე ტყიბულელი ილია სულამანიძე საქართველოს ძიუდოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა და ჯილდოების ჩამონათვალს ბრინჯაოს მედალი შემატა. ქართველები ისრაელში 16 კაციანი შემადგენლობით (13 - კაცი, 3 - ქალი) გაემგზავრნენ, სადაც 60 ქვეყნის 422 წარმამადგენელს შორის იასპარეზეს. ტურნირი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ჩვენი ძიუდოისტებისათვის, რადგან გასულ წელთან შედარებით, როცა თელ ავივიდან მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სამშობლოში, 2021-ის შედეგები საუკეთესო გამოდგა და გრანდ სლემების ისტორიაში საქართველოს ნაკრებისათვის რეკორდულად ჩაიწერა: გუნდური პირველი ადგილი მამაკაცებში და მეორე - საერთაშორისო გუნდურ ჩათვლაში (საფრანგეთის შემდეგ), სულ 8 მედალი: 2 - ოქრო, 1 - ვერცხლი, 5 - ბრინჯაო (1 - ბრინჯაო ქალთა შორის).
აღსანიშნავის, რომ 19 წლის ილია სულამანიძეს თელ ავივში სადებიუტო გრანდ სლემმა ბრინჯაოს მედლით მოუტანა. მან 100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბულგარელ დანიელ დიჩევს შეხვდა. მისი წინააღმდეგობა აუღელვებლად დასძლია, ჯერ ვაზარი აართვა და მალევე დააიპონა. მესამე წრეში ილია სერბ ბოიან დოსენს დაუპირისპირდა, გამოცდილი მეტოქე ტატამზე იპონით გააკრა და მეოთხედფინალში გადავიდა, სადაც მისი ბრძოლა ტიტულოვან ნიდერლანდელ მაიკლ კორელთან გამართა, თუმცა ბოლო წამზე საკამათო სიტუაციაში გაშვებული ვაზარით მასთან წააგო. დამამშვიდებელ რაუნდში ბელორუსი მიკიტა სვირიდი მახრჩობელა ილეთით 25 წამში დაამარცხა, ანგარიშზე მესამე მოგება ჩაიწერა და ბრინჯაოსათვის ბრძოლის უფლება მიიღო. ამჯერად მას ასპარეზობა თანაგუნდელ ონისე სანებლიძესთან მოუწია, რომელთანაც ილიამ 2019 წელს საქართველოს ჩემპიონატზე ფინალი, დამატებით დროში, დათმო. წელს კი, სადებიუტო გრანდ სლემზე მან ავასატე-იპონით სანებლიძე დაამარცხა და უფროსებს შორის ტურნირზე პირველი მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა.
ნათია მურუსიძე

67 thoughts on “ილია სულამანიძის სადებიუტო გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.