75233598_2830725220279847_7040099044852498432_n

ილია სულამანიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

  ტყიბულელი ძიუდოისტი, 18 წლის, ილია სულამანიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. მთელი ქვეყნისა და მით უფრო, ჩვენი ქალაქის სამაყოდ მან ამჯერად, მაროკოში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ძიუდოში, 100 კგ.წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ კი, - ფინეთში  ევროპის ჩემპიონი გახდა.

   საგულისხმოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 100კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე 29 ძიუდოისტიდან ილია ყველაზე უმცროსი ასაკის იყო. მან ქვეჯგუფში სამი შეხვედრა გამართა, სადაც აზიის ჩემპიონატის მედალოსანი, სამხრეთ კორეელი, 20 წლის სიმი, შემდეგ კი, - ევროპის თასის სამგზის ჩემპიონი, - უნგრელი 20 წლის არაი, ბოლოს კი, - დანიელი 20 წლის - მატიას მადსენი, დაამარცხა. ხოლო ნახევარფინალში გამარჯვება რუსების ამომავალ ვარსკვლავთან, 20 წლის მატვეი კანიკოვსკისთან, მოიპოვა.

   საჩემპიონო ორთაბრძოლა ილიამ იაპონელ - 20 წლის კაზუნარი კამიგაკისთან გამართა, რომელსაც შეხვედრის დასრულებამდე, 10 წამით ადრე, ვაზარით გაუთანაბრა ანგარიში, მაგრამ მოწინააღმდეგემ დამატებით დროში მოახერხა ოქროს მოპოვება.

   სასიხარულოა რომ ტყიბულელმა ფალავანმა, ახალგაზრდულ ნაკრებში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროსა და ვერცხლის, ასევე, ევროპის თასზე ბრინჯაოს მედლები, სადებიუტო წელს მოიპოვა.