ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების ,,გოლი“

  ,,მეშახტე“ 11-ე ტურში 3 ქულიანი გამარჯვებით დაწინაურდა და ჩემპიონატში ასპარეზობას 14 ქულით აგრძელებს. საგულისხმოა, რომ სტუმარ გუნდს - ,,თბილისი სითი’’ აღნიშნულ შეხვედრამდე, ,,მეშახტესთან“ 4 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, სატურნირო ცხრილის მდგომარეობით კი, მასზე - სამი პოზიციით წინ იდგა. ამიტომაც, მატჩის ბოლო წუთზე გიორგი ვაზაგაშვილის გატანილი გოლით, მოპოვებულმა გამარჯვებამ ტყიბულელი გულშემატკივარი განსაკუთრებულად გაახარა .

  ,,შეიძლება თამამად ითქვას, რომ გუნდის გამარჯვებაში გულშემატკივრების როლი უმთავრესია, მადლობა მათ ასეთი აქტიურობის, მხარდაჭერის და განსაკუთრებული ქომაგობისთვის. ეს ყველაფერი ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაციის და სტიმულის მიმცემია“ - აღნიშნა საფეხბურთო კლუბის დირექტომა, თეიმურაზ ჩაკვეტაძემ.
  მნიშვნელოვანია, ისიც რომ გუნდის შემადგენლობას ორი ადგილობრივი, კლუბთან არსებული ,,ბავშვთა ფეხბურთის“ მიერ აღზრდილი სპორტსმენი - ლუკა აფრიდონიძე და დავით ქათამაძე დაემატა. კლუბის ხელმძღვანლის თქმით, ტყიბულელი ფეხბურთელებით გუნდის განახლება შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად გაგრძელდება.
  საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ,,მე-3 ლიგის“ თამაშების მიმდინარე სეზონში ,,მეშახტეს“ წინ 19 მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება. აქედან, 4 - პირველი წრის ფარგლებში, რომელიც 10 ივლისს სრულდება. საფეხბურთო კლუბის მიზანი ჩემპიონატში 16 მოასპარეზე გუნდს შორის მოწინავე პოზიიციის მოპოვებაა.
  უახლოესი შეხვედრა ,,მეშახტეს“ 19 ივნისს, სტუმრად, საჩხერეში, ,,ჩიხურასთან“ ექნება.
 
მარი ბაბუხადია
 
გამოყენებულია ფოტო და ვიდეომასალა ,,სკ მეშახტე ტყიბული / FC Meshakhte Tkibuli" facebook გვერდიდან
 
 
 
 

1 კომენტარი “ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების ,,გოლი“

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.