ტყიბულელი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონია

 6-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით იტალიურ ოლბიაში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში. სასარის პროვინციაში 72 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი შეიკრიბა, მათთნ ერთად საქართველოს ნაკრები, 13 კაციანი შემადგენლობით იღებდა (9 ვაჟი და 4 გოგონა), მონაწილეობას. ტურნირზე ბოლო საშეჯიბრო დღეს 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტყიბულელი ილია სულამანიძე ასპარეზობდა. 2019 წელს მან ამ ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედლი მოუტანა. […]

ევროპის ორგზის ახალგაზრდული ჩემპიონის ბრინჯაო

  9–დან 12 სექტემბრის ჩათვლით ლუქსემბურგში მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრები 12 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა (9 ვაჟი და 3 ქალი). ტურნირის ფავორიტი, ახალგაზრდებში ორგზის ჩემპიონი, ტყიბულელი ილია სულამანიძე, 100 კგ–მდე წონით კატეგორიაში მესამე საჩემპიონატო დღეს ასპარეზობდა. უფროსებში მსოფლიოს მესამე პრიზიორმა წინასწარი შეხვედრები გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე უპრობლემოდ მოიგო, მერვედფინალში იტალიელი Daniele […]

მინიფეხბურთში ტყიბულის ჩემპიონატი დაიწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში შეხვედრები დაიწყო. აღნიშნული სპორტული ღონისძიება ტრადიციურლი ხასიათისაა და ისე როგორც გასულ წლებში მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ეწყობა.

ტყიბულელთა ტრიუმფი!

  ,,დასრულდა 15 წლამდელთა წლევანდელი ჩემპიონატი და დასრულდა ისე, როგორადაც ვერავინ იფიქრებდა — აქამდე ჩრდილში მდგომი ტყიბულური ხელბურთი ავანსცენაზე გამოჩნდა და პირველი ნაბიჯები ძალიან მძლავრი გამოუვიდა — 2006-07 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.»

ზურაბ ობოლაძე კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა საქართველოს ჩემპიონატზე მოსწავლე-მოკრივეთა შორის წარმატებით იასპარეზეს და ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.