95 წლის ტყიბულელი კოლორიტი

 
  „ღვაწლმოსილ პედაგოგს, საუკეთესო მუსიკოსსა და კომპოზიტორს, გამორჩეულ ადამიანს, კარგ ქართველსა და კარგ ტყიბულელს,“- ასეთი შინაარსის მადლობის სიგელი, 95-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ნოდარ ვახტანგაძეს, „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ სახელით, გადაეცა.

  რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგს, კულტურის, ხელოვნებისა და განათლების სფეროთა სანიმუშო წარმომადგენელს, ტყიბულის საპატიო მოქალაქესა და სხვა არაერთი რეგალიის მფლობელს, თითქმის საუკუნოვანი იუბილე, კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელობამ, ორგანიზაციაში შემავალი განყოფილებების ჩართულობით, პირადად მიულოცა.
  თვითნასწავლ კომპოზიტორს, რომელსაც მრავალი სიმღერა აქვს შექმნილი, ამ დღეს ხელოვნების სკოლის ვოკალური ჯგუფის მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს. პედაგოგ ლოლიტა კორძაძის მიერ, მუსიკოს ემზარ გაბუნიასთან ერთად, ბატონი ნოდარის რამდენიმე სიმღერის აღდგენილი და განახლბული ვერსია შესთავაზეს მოზარდებმა ავტორს. იყო პოზიტიური ემოციების უკუკავშირი და თბილი მოგონებები - გრძელი, შინაარსიანი გზის ეპიზოდებით. ბატონი ნოდარი მუდამ აქტიური კულტურული და შემოქმედებით საქმიანობით გამოირჩეოდა. იგი 50 წლის განმავლობაში ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ხელმძღვანელობდა. სწორედ, უდიდესი ამაგისა და ღვაწლის გამო, თაობების ღირსეულად აღზრდის საქმეში, 2015 წელს მშობლიური სასახლის წინ, მისი სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
  საოცრად ხალასი მეხსიერებით ტყიბულელი კოლორიტი, ნოდარ ვახტანგაძე, დღემდე საყვარელი ქალაქის წარმატების ქომაგად და გულშემატკივრად რჩება.
ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.