132–კოვიდინფიცირებული და 69–გამოჯანმრთელებული პირი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

  საქართველოს მასშტაბით დღეისათვის კოვიდ 19-ით ინფიცირების 1946 ახალი შემთხვევაა. აქედან, 6 მათგანი ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტია. ამ ეტაპზე ჩვენთან არსებული სტატისკიტა ასეთია: 132 - კოვიდდადებითი პირი, 69 - გამოჯანმრთელებული, 249 - თვითიზოლაციაში მყოფი. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ პირველი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა, ეს იყო 60 წლის ზევით ასაკში მყოფი მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ჯგუფური შემთხვევები N2 საჯარო სკოლის მსგავსად აღარ დაფიქსირებულა. ერთეული შემთხვევები გამოვლინდა მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლაში - გელათში, საწირესა და დაბაძველში, სადაც პედაგოგებს დაუდასტურდათ კოვიდით ინფიცირება. სამივე სკოლა სრულად გადაყვანილია ონლაინ სწავლების რეჯიმზე. აქედან გელათისა და დაბაძვლის სკოლებში დისტანციური გაკვეთილები 9 ნოემბრამდე, ხოლო საწირეში - 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელის ცენტრი კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს იგი არსებულ ეპიდვითარებას და საგულდაგულოდ დაიცვას ყველა არსებული წესი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე დღეიდან პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში ყველასათვის სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულმა კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია