73460604_3135138773222910_2312279468678316032_n

ხრესილის ბრძოლის მემორიალთან გადასახედი მოედანი ეწყობა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში, 14 დეკემბერს ტრადიციულად, ყიველწლიურად, აღინიშნება უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი, რომელიც 1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის ველზე დამპყრობელთან გამართულ ბრძოლაში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებას უკავშირდება.

  ამ დღეს ხრესილში ბრძოლის მემორიალთან ღონისძიებები იმართება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით აღნიშნულ მემორიალთან გადასახედი მოედანი ეწყობა, რომელიც დეკორატიული ღობით, განათებებითა და ქვის ფილებით კეთილმოეწყობა.

  პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათას 444 ლარი იხარჯება. ამ დროისათვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე შესრულებულია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილზე გაეცნო.

მარი ბაბუხადია