წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური კომუნიკაციით ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი შ.პ.ს. „საბა“ ახორციელებს. 

  აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს ულტრათანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. წყლის გაწმენდა მოხდება ე.წ. მემბრანული წესით. ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მიღებული პროდუქტი, სრულად დააკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ ნორმებს.

  ამ ეტაპზე აქ მიმდინარეობს შენობის ზეძირკვლის მოწყობის სამუშაოები. ობიექტის მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რომლის ექსპლოატაციაში შესვლის მემდეგ ქალაქის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.