ტყიბულში, შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში, წიგნის ფესტივალი პირველად გაიმართა. ღონისძიება კულტურის ობიექტების გაერთიანების ინიციატივით და ორგანიზებით, და საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციის მხარდაჭერით მოეწყო.
მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის სტუმრებს წიგნების შეძენა ათზე მეტი ქართველი გამომცემლისა და გამავრცელებლისაგან განსაკუთრებული ფასდაკლებით შეეძლოთ. აქვე გაიმართა შეხვედები ქართველ თანამედროვე მწერლებთან, რომლებმაც ადგილობრივებს საკუთარ შემოქმედება გააცნეს. აქტივობა მთელი დღის განმავლობაში ქალაქური სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც მსმენელს ბაღდათის ვოკალური ტრიო ,,იმერეთი“ სთავაზობდა. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სასახლის განახლებული ლიტერატურული სალონი და სრულად რეაბილიტირებული აივანი (ვერანდა), რომლებიც მთლიანად ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარის, ელგუჯა გოცირიძის, პირადი ფინანსური სახსრებით გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ფუნქციადაკარგულ ვერანდაზე, მოეწყობა სალონური შეხვედრები, გამოფენები და სხვა აქტივობები.
ფესტივალზე, ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი, ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “წიგნის ფესტივალი ტყიბულში”
კომენტარები გამორთულია