წერეთლის ქუჩაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მცირე მოედნის მოწყობის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდების თხოვნის შესაბამისად მიიღო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, დაათვალიერა.
პროექტი 36 ათას 352 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ფარგლებში სტადიონი შემოიღობა მავთულბადით, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა.
მომავალ წელს სპორტული მოედნის მიმდებარედ სკვერის მოწყობაც იგეგმება.
40 thoughts on “წერეთლის ქუჩაზე სპორტული მცირე მოედნის მშენებლობა დასრულდა”
კომენტარები გამორთულია