,,ცხრაჯვარის" გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

 „ცხრაჯვარის“ სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება და გზის დიდ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი.

  პროექტის ღირებულება საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად 2 მილიონი ლარია.

  საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველჰყოფს. გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.

  პროექტით გათვალისწინებულია „ცხრაჯვარის“ სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარისა და გარეგანათების მოწყობა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა. პროექტი პარკინგისა და ,,გადასახედის“ მოწყობასაც ითვალისწინებს.

  ,,ცხრაჯვარი" საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.

 

1 კომენტარი “,,ცხრაჯვარის" გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

  1. Уведомление: 1closest

კომენტარები გამორთულია