„ჩემი მიზანია კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა“ - მარია კუბლაშვილი

  ქართველი სოპრანო, საერთაშორისო კონკურსებში არაერთგზის გამარჯვებული, „ჯილდას,” “მარგალიტას,” “ნორინას,” “მისისფლუტის,” “ღამისდედოფლის,” “ნანეტას,” “ვოგლინდეს,” “კონტესაარმელინდას,” “ოლიმპიას,” “ლუციას” და სხვათა როლების შემსრულებელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების თეატრების სცენებზე მიწვეული საოპერო მომღერალი, მარია კუბლაშვილი, დღეს ჩვენი რესპოდენტია. ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ უკვე ასეთი წარმატებული კარიერის მქონე ახალგაზრდა ჩვენი თანაქალაქელია. მან ტყიბულის N6 საჯარო სკოლა 2004 წელს დაამთავრა, პარალელურად სწავლობდა ფორტეპიანოს კლასში მაყვალა ქასრაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში. 2004-16 წ.წ. წარმატებით გაიარა მაგისტრატურა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასა და ავსტრიაში, გრაცის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში. რის შემდეგაც მარიამ კელნის ოპერის თეატრში დაიწყო მოღვაწეობდა.

  ის მონაწილეობდა კრისტალ უდვიგის, მიშელ კრაიდერის, ანგელიკა კირხშლაგერის, რუდოლფ იანსენის,  ბრიგიტ აფასბენდერის და დებორა პოლასკის მასტერკლასებში. მიღებული აქვს უამრავი სტიპენდია და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორისაა - I ადგილები ბელ კანტოს აკადემიისა (2013 წელი - ავსტრია) და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (2011 წელი - თბილისი) კონკურსებში, III ადგილები მონსერატ კაბალიეს (2010 წელი - ესპანეთი), მარია კანილიასა (2013 წელი - იტალია) და ბიულბიულ ოღლის (2010 წელი - აზერბაიჯანი) საერთაშორისო კონკურსებში. ის ფინალისტია ჰანს გაბორ ბელვედერის საერთაშორისო კონკურსისა (2011 წელი - ვენა) და სხვა. 2010 წელს გახდა „წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი“ (საქართველო). გამართული აქვს კონცერტები, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. მარია დაოჯახებულია და ამჟმად ცხოვრობს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.

  ტყიბულელ სოპრანოს ჩვენ სოც.ქსელის მეშვეობით დავუკავშირდით და გთავაზობთ მასთან მცირე ინტერვიუს.

 

-           მარია, როდის დაინტერესდი ხელოვნების ამ დარგით  და მუსიკაში - საოპერო მიმართულების არჩევაში ვინ იყო შენი მოტივატორი?

 

-           ვმღერით მთელი ოჯახი. რაც თავი მახსოვს, სულ პიანინოსთან ვიჯექი და ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვმღეროდით მე და ჩემი ძმა. 3  წლისა უკვე დიდ სცენაზე ვიდექი. დავდიოდი სისტემატიურად სიმღერის გაკვეთილებზე დ ასკოლის პარალერულად სოლო შესრულებით გამოვდიოდი კონცერტებზე, გასტროლებსა თუ კონკურსებზე, იმერეთის სხვადასხვა ქალაქებში. წარმატებით დავამთავრე ტყიბულის მაყვალ აქასრაშვილის სახელობის ხელოვნების ათწლედი ფორტეპიანოს განხრით. ფიქრობდნენ, რომ პიანისტი გავხდებოდი და ამ მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას, თუმცა მე უცხოენები მიზიდავდა. ერთდღეს, სკოლის დასრულების მიწურულს, დედამ საოპერო ხმის შესამოწმებლად ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტთან, ბატონ რამაზ კუბლაშვილთან, წამიყვანა, რომელმაც გვირჩია სწვავლის გაგრძელება კონსერვატორიაში, საოპეროდარგზე. სწორედ ის გახლავთ ჩემიმოტივატორი. სიმღერის ძლიერმა სიყვარულმა და ახალი საოპერო ხმის აღმოჩენამ ისე მომხიბლა, რომ უარი მათქმევინა უცხოენებზე და ჩავირიცხე კონსერვატორიაში.   ასე დაიწყო ჩემი ზიარება საოპერო ხელოვნებასთან და ბედნიერი ვარ დღეს, რომ ოპერა ავირჩიე.

 

-           რატომ მოგიწია საქართველოდან წასვლა და უკავშირდება თუ არა ეს შენს პროფესიულ საქმიანობას?

 

-           რა თქმა უნდა, ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან პირდაპირკავშირშია. ევროპაში ავიმაღლე კვალიფიკაცია ძალიან მაღალდონეზე, რამაც გზა გამიხსნა მსოფლიოს დიდი საოპერო სცენებისაკენ.

 

-           რომელ საოპერო სცენებზე გიმღერია?

 

-           გრაცი, სანტმარგარეტენისფესტივალი, კელნი, ანტვერპენი,ბაზელი, მანჰაიმი, გუთიმლინგისფესტივალი, სანტგალენი, ტაივანი და სხვანი.

 

 

-           იპოვე თუ არა საკუთარი პერსონა აქამდე შესრულებული პარტიებიდან თუ ჯერ ისევ ძიებაში ხარ?

 

-           „ჯილდას,“ „ნანეტას,“ „ღამის დედოფლის,“ „ლუჩიას,“ „ოლიმპიას,“ „ვოგლინდეს,“ „ცერბინეტას,“ „კონტესაარმელინდას,“ „ადელეს“ - ყველა ძალიან გათავისებული და ახლო როლია ჩემთვის, თუმცა ალბათ მაინც ვერდის ოპერის გმირებს - „ნანეტას“ და „ ჯილდას“ როლებს გამოვარჩევდი.

 

-           რა არის შენი პროფესიული მიზანი?

 

 

-           ჩემი პროფესიული მიზანია კიდევ უფრო მაღალი მწერვალების დაპყრობადა ვფიქრობ,  ეს ჩანაფიქრიც მალე ამისრულდება.

-           ამჟამად რაზე მუშაობ?

 

-           ამჟამად ვმღერი შვეიცარიის ქალაქ სანტგალენში, ვასრულებ ღამის დედოფლის როლს და ვეუფლები ახალ პარტიებს მომავალი სპექტაკლებისთვის.

 

 

-           რა ფასეულობა აქვს შენთვის ფესვებს და მშობლიურ ქალაქთან როგორი კავშირი გაქვს?

 

-           ფესვებზე სულ გუგული მგელაძის ფილმი „ფესვები“ მაგონდება და ცრემლი თვალებზე მადგება ხოლმე... ოჯახის წევრებს ხშირად ვუკავშირდები და შეძლებისდაგვარად ვსტუმრობ ჩემს მშობლიურ ტყიბულს. ამ კორონა ვირუსის პირობებში უკვე 2 წელია საქართველოში ვეღარ ჩამოვედი, რასაც ძალიან განვიცდი.

ესაუბრა ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია