შეხვედრა სამშენებლო კოლეჯის "კონსტრუქტ2-ის" წარმომადგენლებთან

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში სამშენებლო კოლეჯის, „კონსტრუქტ2-ის“ წარმომადგენლებთან პროფორიენტაციული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ასევე სამსახურების, ორგანიზაციების, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ „m²“-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია. 2021 წლის მიღებისთვის იგი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების ოთხ პროგრამაზე.

  შეხვედრა იმერეთის გუბერნიისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული კოლეჯისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულთან დაკავშირებით „კონსტრუქტ2-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნიტა ხაჩიძემ, ისაუბრა. ასევე, დარიგდა საინფორმაციო ფლაერები და პოსტერები. „კონსტრუქტ2-ის“ პროფესიული მომზადების 4,5 თვიან პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო და იგი 16 მარტს დასრულდება, რომლის შევსებაც შეუძლიათ 18 წელს ზევით ასაკის დაინტერესებულ პირებს შემდეგ მისამართზე: https://construct2.ge/registration ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ „კონსტრუქტ2-ის“ facebook გვერდს  https://www.facebook.com/construct2.ge

დამატებითი ინფორმაციია:

მარი ბაბუხადია

 

 

კომენტარები გამორთულია