71748878_2484487851643002_4620653613788692480_o

ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  მესამე დღეა, ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში სანიაღვრე არხები იწმინდება და სუფთავდება ქუჩები. სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა გამოყო.

  პროცესის მონიტორინგს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებენ.

  უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში სულ ცხრა ქუჩა დაიტბორა. პირველივე დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ამ დრომდე ადგენს.

  უხვი ნალექის შედეგად ძირითადად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა, დაზიანებულია ტექნიკა.