215_6463_01.MP4.Still001

უფასო სამედიცინო აქცია ტყიბულში

  იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის შ.პ.ს. „იმერმედის“ („თერჯოლამედი“) მიერ ტყიბულის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო. მრავალპროფილური რეგიონული კლინიკის 20-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მომსახურებით სარგებლობა დილიდან „ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ შენობაში მისულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. ცენტრი 2 წელია, რაც ფუნქციონირებს და დაკომპლექტებულია თბილისიდან და ქუთაისიდან მოწვეული გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, პროფესორ-მედიკოსებით, ასევე,  იგი ფლობს ყველა რესურსს პაციენტთა სრულყოფილი კვლევისა და მკურნალობისათის. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით კლინიკა პერმანენტულად აწარმოებს მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს, მათ შორის, მსგავსი ტიპის კამპანია, ცოტა ხნის წინ, სოფელ მუხურაში განხორციელდა. ამჯერად კი, მოქალაქეთა გასინჯვები ტყიბულში მიმდინარეობს და პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ შემდეგი პროფილის ექიმების მომსახურებით ისარგებლონ: ნევროლოგი, გინეკოლოგი, ანგოქირურგი, ზოგადი ქირურგი, უროლოგი, თერაპევტი, ინფექციონისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოკრინოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი, დერმატოლოგი, ონკო-გინეკოლოგი.

ნათია მურუსიძე