ტყიბულში 59 კოვიდდადასტურებული პირი გამოვლინდა

 

  ქვეყნის მასშტაბით არსებული პანდემიის ყოველდღიური მზარდი სტატისტიკის ფონზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ამ მომენტისათვის 59 კოვიდ დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება. ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ჩვენთან უკვე 11 გამოჯანმრთელებული პაციენტია. ამჟამად 320 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

  რაც შეეხება N2 საჯარო სკოლის კლასტერს, აქ ინფიცირებულთა 34 შემთხვევაა უკვე გამოვლენილი, თუმცა მათ შორის მძიმე პაციენტები არ არიან და უმეტესი შემთხვევა მსუბუქი დინამიკით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება.

  აღსანიშავია, რომ ქალაქის პარალელურად ინფექციის დადასტურებული შემთხვევები უკვე მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც გამოვლინდა: საწირე, ორპირი, კურსები, დაბაძველი, ნაბოსლევი, მუხურა, ოჯოლა. თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა განმარტავს, ამ სოფლების ნაწილში coved 19-ის გავრცელება ქუთაისიდან მოხდა.

  მოსახლეობისათვის რეკომენდაციები ეპიდ ვითარებისაგან თავის დასაცავად კვლავ პირბადის რეგულარული ტარება, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდება რჩება.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.