ტყიბულში ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

  ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

  ფასადების რეაბილიატაცია, რეგიონებში განსახორცელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 962 806 ლარს შეადგენს.

    სამუშაოთა მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დაინტერესდა, რომელიც არსებულ სამუშაოებს, პირველ მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან, ზაზა ზოსიაშვილთან, ერთად გაეცნო.

   პროექტის ფარგლებში რუსთაველის, ახობაძისა და გელათის ქუჩებზე, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი მოწესრიგდება. სამუშაოებს შპს ,,თ.ბ-კაპიტალი" აწარმოებს. განსაზღვრულია კარისა და ფანჯრის ბლოკების დემონტაჟი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებისა და სადარბაზოების შესასვლელში ლითონის კარის მოწყობა, ფასადების დეკორატიულად შელესვა და ზეძირკველის მოპირკეთება ბაზალტის ფილებით. საცხოვრებელი სახლების ფასადებთან ერთად შეიღებება აივნის მოაჯირებიც.

  აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის, „განახლებული რეგიონების,” ფარგლებში, ტყიბულში, ასევე, იგეგმება კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განვითარება.

1 კომენტარი “ტყიბულში ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

  1. Уведомление: 2panorama

კომენტარები გამორთულია