ტყიბულში სწრაფი ტესტირების პროცესი დაიწყო

   ტყიბულის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების ერთიანი მაჩვენებელი უკვე 700 ერთეულ შემთხვევას გასცდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 406 პირი. რიცხვები კი ასეთია: კოვიდ დადებითი - 723, თვითიზოლაციაში მყოფი - 502, ხოლო გარდაცვალების - 8 ფაქტი. ერთ დღეში გამოვლენილია ბოლო მონაცემით 21 ახალი შემთხვევა.

   მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით დაწყებულია ყველა ცხელებიანი და სტაციონარში შესული (დიაგნოზის მიუხედავად) პაციენტის კოვიდ ინფექციაზე გამოკვლევა, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის მეშვეობით. ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში, როგორებიცაა საავადმყოფო, სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია, პროკურატურა, ენერგო-პრო, სოკარ-გაზი და სხვ. მთავრობის დადგენილებით ხორციელდება თანამშრომელთა ტესტირება, იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურებულია ერთი კოვიდინფიცირების ფაქტიც კი. იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულების პარალიზება, კონტაქტების თვითიზოლაციაში გადაყვანის ნაცვლად, ყოველ 72 საათში, 12 დღის განმავლობაში, მათი ტესტირება ხდება.

   გარდა ამისა, დაიწყო რანდომული გამოკვლევები საჯარო სკოლის პედაგოგებს, სტომატოლოგებსა და სააფთიაქო ქსელის თანამშრომელთა შორის, რაც გულისხმობს შემდეგს: აღნიშნულ სამსახურებში დასაქმებულთა 25% პრევენციულად შერჩევითად დაიტესტება დაავადების გამოვლენაზე და ეს პროცესი განხორციელდება ყოველ 14 დღეში ერთხელ.

   ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია-დაწესებულებათა ნაწილი კვლავ დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ონლაინ სწავლება მიმდინარეობს საჯარო სკოლათა უმრავლესობაში.

   დაავადების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობისათვის რეკომენდაციები უცვლელი რჩება: პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, საზოგადიებრივი თავშეყრის ადგილებში დისტანცირება და გარდაუვალი აუცილებლობის გარდა სახლში დარჩენა.

 

ნათია მურუსიძე

12 thoughts on “ტყიბულში სწრაფი ტესტირების პროცესი დაიწყო

  1. Уведомление: metronidazole
  2. Уведомление: erythromycin brands
  3. Уведомление: azithromycin 100mg
  4. Уведомление: keflex medical
  5. Уведомление: cefdinir antibiotic
  6. Уведомление: augmentin vomiting
  7. Уведомление: celebrex cost
  8. Уведомление: 2plowing
  9. Уведомление: 2photographic
  10. Уведомление: sildenafil
  11. Уведомление: viagra
  12. Уведомление: revatio

კომენტარები გამორთულია