11111133333333

ტყიბულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

  მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ტყიბულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს გაესაუბრა. აღნიშნული პროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ ხორციელდება. საქმიანობის ძირითადი ნაწილი ამ დროისათვის უკვე დასრულებულია, დარჩენილია სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

  მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ საწირეში გაიხსნა, მომავალ წელს კი, მისი მშენებლობა ორპირშიც იგეგმება.

  საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ ტყიბულის მოსახლეობას საშუალება ექნება, ადგილიდან გაუსვლელად, 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, მათ შორის,  - პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, სოციალური დახმარებისა და პენსიის მიღება; ქონებისა და მიწის რეგისტრაცია; საბანკო მომსახურება; ასევე, შეძლებენ უფასო ინტერნეტითა და სხვა სერვისებით სარგებლობას. გარდა ამისა, აღნიშნული სივრცე საშუალებას იძლევა, იქ მოეწყოს დისკუსიები, სასწავლო კურსები, ტრენინგები, საქმიანი შეხვედრები, პრეზენტაციები, საჯარო განხილვები, ლიტერატურული თუ შემოქმედებითი საღამოები.

მარი ბაბუხადია