ტყიბულში კორონავირუსის კლების ტენდენცია დამაიმედებელია

  კორონავირუსის პანდამიის ბოლოდროინდელი დინამიკის გათვალისწინებით ქვეყანაში ყოველდღიური აქტიური შემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად იკლო - 407 ახალი შემთხვევა და 1303 გამოჯანმრთელებული პაციენტი.  მსგავსი კლებადი დინამიკაა ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც. 2022 წლის სამი თვის შედეგებით სულ 2751 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, აქედან, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თებერვალში დაფიქსირდა - 1865, მათ შორის, კი პიკი იყო 4 თებერვალს - 111 დადასტურებული ფაქტი. მარტის მონაცემებით შემთხვევათა რიცხვი 13-ჯერ შემცირდა და 142 - შეადგინა. დასნებოვნების პროფესიული კლასიფიკაციით მიმდინარე წელს ყველაზე დიდი რაოდენობა მეშახტეებში გამოვლინდა, შემდეგ - მოსწავლეები, პედაგოგები და სამედიცინო პერსონალი. ასაკობრივ ზღვარს რაც შეეხება, დომინირებდნენ 30-დან 59 წლამდე, შემდეკ კი 60 და მეტი წლის ასაკის მოქალაქეები. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს ამჟამად აქტიურ პაციენტთა რაოდენობაა 20, თვითიზოლაციაში იმყოფება - 12, სულ გამვლენილია 6958 დაავადების ფაქტი, აქედან გამოჯანმრთელებულია - 6855, გარდაიცვალა 83 პირი.
  როგორც „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის“ ხელმძღვანელი, ვარაუდობს, ზემოთ აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ თუ ვირუსმა მკვეთრად არ შეიცვალა თავისი ბუნება, დაავადების გამწვავებასა და მკვეთრ მატებას აღარ უნდა ველოდოთ. მან იმედი გამოთქვა, რომ კლების ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ 28 მარტიდან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების გარდა, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია გაუქმდა.
    მიუხედავად ამისა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. მუნიციპალიტეტში 7 სოფლის ამბულატორიაში სინოფარმითა და სინოვაკით აცრაა შესაძლებელი, ხოლო ქალაქში - სამივე ვაქცინაა ხელმისაწვდომი, რისთვისაც მოქალაქეებმა უნდა მიაკითხონ ს.ს. „ევექსის კლინიკების“ ტყიბულის კლინიკას და შპს ტყიბულის საექიმო-საკონსულტაციო ცენტრ „იმერმედს.“

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “ტყიბულში კორონავირუსის კლების ტენდენცია დამაიმედებელია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.