ტყიბულში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 436-ია

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნოემბრის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება, როგორც მთელ ქვეყანაში, მზარდ დინამიკაშია. დღეისათვის ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 436-ს შეადგენს. შახტის კლასტერის გამოვლენის შემდეგ ამჟამად მათი კონტაქტების უმრავლესობა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, თუმცა ყოველდღიურად ერთეული კოვიდდადებითი შემთხვევების მატება შეინიშნება. მეშახტეთა ტესტირების პროცესი დღეიდან განახლდება.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, სადაც დაავადებასთან დაკავირებული მონაცემების მუდმივი აღრიცხვა ხდება. მათი ინფორმაციით გუშინ 24 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი, დღევანდელი სტატისტიკა დღის ბოლოს დაჯამდება. ამ ეტაპზე ტყიბულში 143 პირი გამოჯანმრთელებულია, 533 - შიდა იზოლაციაში იმყოფება, კარანტინში რჩება შახტის კლასტერის ნაწილი, ხოლო გარდაცვალების 6 შემთხვევაა.

  დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. რაც შეეხება ვითარებას ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში: N2 და N6 საჯარო სკოლები დღეიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადიან, N5, ორპირისა და მუხურის N2 სკოლებში დისტანციური სწავლება გრძელდება, ხოლო ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული ხვალიდან განაახლებენ საგაკვეთილო პროცესებს საკლასო ოთახებში, საწირისა და ახალსოფლის სკოლები კი - დღეიდან.

  მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახური ისევ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან ყველა დადგენილი წესი, რათა ინფექციის გავრცელების ტემპი და დინამიკა შემცირდეს.

 

ნათია მურუსიძე

3 thoughts on “ტყიბულში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 436-ია

  1. Уведомление: sildenafil
  2. Уведомление: viagra
  3. Уведомление: sildenafil citrate

კომენტარები გამორთულია