ტყიბულში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

  ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. Astra Zeneca-ს პირველი 10 ვაქცინა ტყიბულის „ევექსის“ სამედიცინო ჰოსპიტალში მედპერსონალს გაუკეთდა. სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად I ეტაპით გათვალისწინებული იმუნიზაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა აცრას ითვალისწინებს. დღეისათვის მუნიციპალიტეტში 180 დოზა ვაქცინაა მიღებული. პროცესი ორ კვირაში უნდა დასრულდეს.

  რაც შეეხება ვაქცინაციის II ეტაპს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კალენდრით, 75 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანების, ასევე, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციართა და თანამშრომელთა აცრა მოხდება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საჭირო დოზებს შემოიტანს.

  დღეისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარება სტაბილურია. COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევები ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

კვლავ მიმდინარეობს სტრატეგიული ობიექტების თანამშრომელთა, პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, სტომატოლოგებისა და ტაქსის მძღოლების პერიოდული კვლევა, PCR  თუ სწრაფი ტესტების მეშვეობით.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “ტყიბულში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

  1. Уведомление: 1activity

კომენტარები გამორთულია