ტყიბულს ხუთი 100% -იანი გრანტის მფლობელი ჰყავს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა სასწავლო პროცესი, გარდა პირველკლასელი მოსწავლეებისათვის, 15 სექტემბერს, დისტანციური ფორმით განაახლა. პირველკლასელები კი, - პანდემიის დასტაბილურების შემთხვევაში სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ რეჟიმში - საკლასო ოთახებში დაიწყებენ. ასევე, ამავე დღეს დასწრებული ფორმით განაგრძობებ სწავლას ყველა სხვა კლასის მოსწავლეებიც. ბოლო მონაცემებით ჩვენს მუნიციპალიტეტში მოქმედ 23 საჯარო სკოლაში 2 300 მოსწავლე ირიცხება, ხოლო პირველ კლასში შესასვლელად 194 ბავშვია დარეგისტრირებული.

    ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პანდემიის პრევენციისათვის საჭირო ყველა ინვენტარითა და სხვადასხვა საშუალებებით.

 

   ქ. ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლების 2020-21 სასწავლო წლების კურსდამთავრებულებმა წარმატებული შედეგები აჩვენეს.

   2020-21 სასწავლო წელს საშუალო საფეხური დაძლია 140-მა მოსწავლემ. აღსანიშნავია, რომ 21 კურსდამთავრებული მედალოსანია, მათ შორის 12 - ოქროს, 9 - ვერცხლის.

  2020-21 სასწავლო წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში საბაზო საფეხური კი, - დაძლია - 188 მოსწავლემ, 41-მა წარჩინებით, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები.

  სასიხარულოა, რომ 84 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 5-მა 100%-იანი, 6-მა 70%-იანი, ხოლო 10-მა 50%-იანი გრანტები აიღეს. უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა - 19 კურსდამთავრებული. წარმოგიდგენთ სიას, რომელიც ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა საჯარო სკოლებისათვის კურსდამთავრებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაგვაცნო.

 

  100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ:

 

  N6 საჯარო სკოლიდან:

 

  ნინო ხვადაგიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებები.

  ქრისტინა ვარდოსანიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი (მედალოსანი).

  თამარა ფოფხაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი (მედალოსანი).

 

  N2 საჯარო სკოლიდან:

 

  კესო ფანჩულიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი (მედალოსანი).

 

  კურსების საჯარო სკოლიდან:

 

  კესო ჩიკვილაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა (მედალოსანი).

 

  70%-იანი გრანტი აიღეს:

 

  N6 საჯარო სკოლიდან:

 

  ელენე აბულაძე - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია.

 

  ანა გვეტაძე - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ფსიქოლოგია.

  ანა კირკიტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები.

  მარიამი გიგაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკა.

 

  N1 საჯარო სკოლიდან:

 

  ვლადი ბოჭორიშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი (მედალოსანი).

 

  კურსების საჯარო სკოლიდან:

 

  გვანცა აფრიდონიძე - აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტი, ინგლისური (მედალოსანი).

 

  50 %-იანი გრანტი აიღეს:

 

  N6 საჯარო სკოლიდან:

 

  გვანცა ხვარეშია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სოციოლოგია.

  ანანო ერაძე - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალვრო - სამაგისტრო პროგრამა.

  ლუკა ბოჭორიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი.

 

N2 საჯარო სკოლიდან:

 

  ზაური ახვლედიანი - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი (მედალოსანი).

  ანი ხუციშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიური (მედალოსანი).

 

კურსების საჯარო სკოლიდან:

 

  ანა ჩუბინიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები (მედალოსანი).

  დავით კოსტავა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები (მედალოსანი).

 

  N1 საჯარო სკოლიდან:

 

  მარიამი ბოჭორიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი ბიო მეცნიერებები და ბიო ინჟინერია (მედალოსანი).

 

  N7 საჯარო სკოლიდან:

 

  ლანა რობაქიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია.

 

  გელათის საჯარო სკოლიდან:

 

  ანა მეგენეიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი.

 

  „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი“ ულოცავს მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს მათ წარმატებებს.

 

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია