53043060_2470868486316612_7975959507979206656_o

ტყიბული-მუხურის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

  ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელ 11 კმ-იან გზის მონაკვეთზე მიმოსვლა აღდგენილია.

   აქ განხორციელებული და მიმდინარე თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, პირადად დაათვალიერა და უხვთოვლიანობით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

   რამდენიმედღიანი თოვის შედეგად ნალექის საფარმა აღნიშნულ გზაზე ერთ მეტრს, ხოლო სოფელში, ნახევარ მეტრს გადააჭარბა, მუხურის მთაზე კი, საფარმა 1,5 მეტრს მიაღწია.

   სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ არსენაშვილის, თქმით თოვლის დადებისთანავე, აქ, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. გუშინ კი, ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზის გაწმენდას სოფლისა და კომუნალური გაერთიანების სათანადო ტექნიკით ასრულებდნენ. ღონისძიება  მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. მოძრაობა 20 თებერვლის 22 საათიდან აღდგა და ის მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით შესაძლებელია, ასევე, გაწმენდილია სოფლის შიდა გზების ძირითადი ნაწილიც.

მარი ბაბუხადია