ტყიბულის სტატისტიკა კოვიდრეგულაციების ფონზე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი უქმება. ამასთან, დღეიდან გარე სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. მიუხედავად ამისა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარების სტატისტიკა ამჟამად ასეთია: 1847 ინფიცირების საერთო შემთხვევა, 151 პირი თვითიზოლაციაში, ხოლო 1749 - გამოჯანმრთელებული, გარდაცვალების 30 ფაქტი.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა აცხადება, ამ ეტაპზე ტყიბულში დაავადების სტაბილური ფონია, შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა მდგომარეობა კონტროლირებადია. გამოვლენილია ახალი კლასტერი, 6 კოვიდდადებითი ფაქტით, რომელიც მეგობრული თავშეყრას და სუფრის ეპიზოდს უკავშირდება. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია შეინიშნება, მაისში იყო - 224, ხოლო ამ ეტაპზე მხოლოდ 87 დადასტურებული შემთხვევაა.
კვლავ გრძელდება გეგმიური ტესტირება, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწეებულებების თანამშრომლებს უტარდებათ. შედეგად გამოვლინდა სამ საჯარო სკოლაში 6 ფაქტი. კვლევა უტარდება ასევე, კულტურისა და სპორტის ობიექტების გაერთიენებების წარმომადგენლებსა და მძღოლებსაც.

ნათია მურუსიძე

127 thoughts on “ტყიბულის სტატისტიკა კოვიდრეგულაციების ფონზე

  1. Спасибо большое за предоставленную информацию. Кстати, если ищете честные казино с быстрым выводом моментальные выплаты заходите сюда https://chestnie-casino.fun/ . Здесь найдете рейтинг топовых казино с честными выплатами.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.