ტყიბულის მუნიციპალიტეტს ხუთი 100%-იანი გრანტის მფლობელი ჰყავს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, ერთ-ერთი მოწინავეა მთელი ქვეყნის მასშტაბით.  16  საჯარო სკოლაში 2018-19 სასწავლო წელს საშუალო საფეხური დაძლია 154-მა მოსწავლემ, სასიხარულოა, რომ აქედან 96 გახდა სტუდენტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 5-მა აბიტურიენტმა მოიპოვა -100%-იანი, სამმა - 70%-იანი, ხოლო 17 - მა - 50%-იანი დაფინანსება.

  წარმოგიდგენთ გრანტის მფლობელ მოსწავლეთა სიას, რომელიც ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მოგვაწოდა:

  N6 საჯარო სკოლიდან: ნიკოლოზ ოყრეშიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი) – 100%; ნინო კუბლაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები) – 100%; ლევან ბაბუხადია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს უნივერსიტეტი, სამოქალაქო ინჟინერია) 100%; თეკლა კობახიძე (აგრარული უნივერსიტეტი, ბიოლოგია, აგრონომია, მევენახეობა-მეღვინეობა) – 100%.

   ლუკა ჩიტიანი - კურსების საჯარო სკოლა  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები) – 100%.

   მეგი ჩუბინიძე - კურსების საჯარო სკოლა  (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი) – 70%.

  ილია კუბლაშვილი -  N6 საჯარო სკოლა  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი) – 70%.

 დავით გაბადაძე - N2 საჯარო სკოლა  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიური) – 70%.

  N1 საჯარო სკოლიდან: რუსუდან გაბრიაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის) - 50%; ბექა დოღონაძე (ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები) – 50%; ნიკოლოზ ერგემლიძე (საქართველოს ფიზიკური აღზრდა სპორტის უნივერსიტეტი, რეაბილიტაციის) – 50%; ქრისტინე სახელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი) – 50%; თეონა ფორჩხიძე (ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები) – 50%; გვანცა ფორჩხიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,, სოც.პოლიტიკური) – 50%; ანა ჩუბინიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოც.პოლიტიკური) – 50%, სოფიკო ზამბახიძე (კავკასიის უნივერსიტეტი, სამართალი) - 50%.

  N4 საჯარო სკოლიდან: დარეჯან კანდელაკი (ღია უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები) – 50%; გურანდა კუპრაშვილი (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკა) – 50%, გიორგი გიგაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესი და ეკონომიკა) - 50%.

  N6 საჯარო სკოლიდან: თემურ დავლიანიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართალი) – 50%; ნინო კურტანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, სამართალი) – 50%; ელენე გურეშიძე (სამედიცინო უნივერსიტეტი, ფარმაცია) – 50%; გიორგი საკანდელიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიური) – 50%.

  ბექა ხერხაძე - გურნის საჯარო სკოლა (აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება) - 50%;

  ლუკა გაბელაშვილი სოჩხეთის საჯარო სკოლა  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი. მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო  პროგრამა) – 50%. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული.

  ნიკა ცქიფურიშვილი საწირის საჯარო სკოლა  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) – 50%.

  ანი მაღლაქველიძე კურსების საჯარო სკოლა  (ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტი) – 50%.

    „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი“ ულოცავს სტუდენტებს და უსურვებს მათ წარმატებულ სწავლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კომენტარები გამორთულია