ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში 19 კანდიდატი იბრძოლებს

 31 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში მე-10 მოწვევის საპარლამენტო არჩევნები იმართება. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ფორმირება 2020 წელს პირველად შერეული საარჩევნო სისტემით  მოხდება - 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით. აქედან 4 ერთმანდატიან  სააარჩევნო ოლქად დაიყო იმერეთის რეგიონი, მათ შორისაა  N21-ე მაჟორიტარული -  რომელშიც  ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათისა და N57-ე ტყიბულის ოლქებია გაერთიანებული. აქ ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვებას 19 საარჩევნო სუბიექტი შეეცდება, რომელთა მიერ წარდგენილი კანaდიდატების ნუსხა ასე გამოიყურება:

N 2 - „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ _ გიორგი წერეთელი;

N 5 -  საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” _ კახა გეწაძე;

N 7 - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ _ გელა ჩივაძე;

N 8 - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”_ ოთარ შაორშაძე;

N 10 - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ _ სამსონი გუგავა;

N 11 - „მშრომელთა სოციალისტური პარტია“_ ნოდარ ებანოიძე;

N 14 - „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი“_ თემურ გოგსაძე;

N 19 - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“_ დავით  შალამბერიძე;

N 20 - „საქართველო“ _ ლაშა ლილუაშვილი;

N 21 -  „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“_ მურმან ნებიერიძე;

N 23 -  „ახალი ძალა“ _ გიორგი გვენეტაძე;

N 24 - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“_ დავით  გიორგაძე;

N 30 - „შეცვალე საქართველო” _ მერაბ გიორგობიანი;

N 41 -  ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" _ ბეჟან წაქაძე;

N 44 - „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“ _ გიორგი ქუჩიშვილი;

N 50 - „პროგრესული საქართველო“ _ ნინო მეფარიშვილი;

N 51 - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”_ გიგა გაბრიჭიძე;

N 55 - „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ _ ანზორი ფორჩხიძე;

N 56 - „ლელო - მამუკა ხაზარაძე“_ ანა ბიბილაშვილი.

  აღსანისშნავია, რომ ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა უწევთ, ბლოკების შემთხვევაში კი, იმდენი პროცენტის - რამდენი პარტიაც იქნება ამა თუ იმ ბლოკში გაერთიენებული.

  ცესკო-ს ინფორმაციით, საყოველთაო პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი სრულიად უსაფრთხო პირობებში გაიმართება, ვინაიდან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა პრევენციული ღონისძიება. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ამომრჩევლისათვის განსაზღვრულია ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტარი, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ მოთავსდება სპეციალურ კონტეინერში. კენჭისყრის შენობის დატოვებისას ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება გასასვლელში ხელის სადეზინფექციო სითხით.

  2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ტყიბულის N57-ე ოლქში  21 ათას 324 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელსაც ხმის მიცემის შესაძლებლობა 37 უბანზე ექნება.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.